Wednesday, January 28, 2009

Tuesday, January 27, 2009

აბრეშუმი

1.პროექტის სახელი: ,,აბრეშუმი"

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ აბრეშუმის წარმოშობის ისტორიას,მის დანიშნულებასა და მოხმარების არეალს.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც პოპულარობით სარგებლობს აბრეშუმი, იკვლევენ აბრეშუმის გამოგონებისა და გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ სახელმწიფოს ისტორიას სადაც პირველად გამოიგონეს აბრეშუმი, გაეცნობიან ეპოქებს, გაიგებენ აბრეშუმის ღირებულებას სავაჭრო საგზაო დანიშნულებით.გაავლებენ პარალელს ძველსა და ახალ აბრეშუმის ქოვილებს შორის,გამოიკვლევენ რა ცვლილებები განიცადა მისმა დამუშავებამ უძველესი დროიდან დღემდე.

4. მონაწილეთა ასაკი: 10-16წელი

5.ვადები-ხანგრძლივობა: 1-2 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აბრეშუმის შექმნისა და მისი გამოყენების უძველეს და თანამედროვე თეორიაზე, გაიგებენ საქართველოს რომელ კუთხეს უფრო მეტად ჰქონდა ათვისებული მისი წარმოება და მოხმარება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან დამუშავებულ წერილობით მასალას,ფო ფოტოალბომს,ვიდეო მასალას,ესტუმრებიან მუზეუმებს, შეხვდებიან იმ ხალხს ვისაც შეხება ჰქონია აბრეშუმის გამოყვანასთან,ნახავენ იმ დიზაინერების ნამუშევრებს ვინც ჰქმნის აბრეშუმის ნაწარმს და ა.შ.

8. სარგებელი სხვებისთვის: გაიღრმავებენ ინფორმაციას, დააფასებენ იმ ადამიანთა ღვაწლს ვინც დიდხანს ემსახურებოდა აბრეშუმის სფეროს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგანი, საგნობრივი ჯგუფი: ხელოვნება, ხაზვა-ხატვა, ქართული, გეოგრაფია, ისტორია, მატემატიკა. ინფორმაციის მოპოვება, სწავლის უნარი,თანამშრომლობის უნარი კვლევაშემოქმედების უნარიისტორიული დროის გგება და ეპოქის განცდა.

11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
ქ. თბილისის 13 სკოლა.

12. პროექტის ფალსილიტატორის სახელი:
ისტორიის მასწავლებელი:შორენა სამაკაშვილი.

13. პროექტის ფალსილიტატორის ელ.ფოსტა:
shoka8@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:წაიკითხეთ.

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://abreshumi.blogspot.com